„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, - ამ წარწერითა და ბანერით გამოხატა რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობმა პროტესტი სპექტაკლის ბოლოს.
რუსთაველის თეატრის სცენაზე აუდიტორიამ ბექა გოჩიაშვილის, ბას-გიტარისტ ლევან დეისაძისა და დრამერ ზაზა ცერცვაძის შესრულებით შესანიშნავი კომპოზიციები მოისმინა.