საქართველო ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო მუსიკალური კონკურსისთვის ემზადება - საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალი 13 დეკემბერს სწორედ საქართველოში გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს კი კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს.