საქართველო ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო მუსიკალური კონკურსისთვის ემზადება – საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალი 13 დეკემბერს სწორედ საქართველოში გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს კი კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს.
„საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავი“ – რას წერს „ევროვიზიის“ ოფიციალური საიტი ანიტა აბგარიანის შესახებ
ანიტა აბგარიანი, რომელიც ძლიერი ვოკალითა და გამორჩეული შესრულებით, მუდამ ხიბლავს მსმენელს, სოციალურ ქსელში საკუთარი სიმღერის ვიდეოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მის ერთ-ერთ ნამღერს ანიტა აბგარიანის დედა, თეონა დოლიძე „ფეისბუკში“ აქვეყნებს.
ანიტა ასრულებს ჯენიფერ ჰადსონის ჰიტს „One Night Only“.
„საოცრება ხარ!“, „რა ტკბილი ხმა აქვს“, „სასწაულია ეს გოგო“, „როგორი თავისუფალი და გულწრფელია ყველა ამოსუნთქვა, ყოჩაღ“, „რა საოცარი ხმით მღერის, ეს არის სასწაული გოგო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
დედიკოს ატი🩷 Rusa Tavartkiladze Nona Diasamidze ზღვის შვილები • Zghvis Shvilebi • Children of The Sea
Posted by Teona Dolidze on სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2025
