როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს – 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11 300 აშშ დოლარს გაუტოლდება.
საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10%-იანი ტემპით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების და ტრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით.