კანონპროექტის მიხედვით საგადასახადო შეღავათები დადგინდება, რომლითაც აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ, რასაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ხელისუფლება აუცილებლად გააკონტროლებს.