LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებას

130
12

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სუბიექტებს წარმოადგენენ, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უფრო მაღალი ზღვარი დგინდება –  აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სფეროში ჩაბმული პირები, რომელთა შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება, 1%-იანი საგადასახადო განაკვეთით დაიბეგრებიან, ხოლო თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული წლიური ერთობლივი შემოსავალი 700 000 ლარს აღემატება, ასეთი პირები 3%-ით დაიბეგრებიან.

მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ორი კალენდარული წლის მიხედვით თითოეულ კალენდარულ წელს 700 000 ლარს გადააჭარბებს.

​პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.