ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. ფორუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
"აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ" - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
"მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები" - აცხადებენ უწყებაში.