LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა პატიმართა დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა - პატიმრის თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა პაციენტის გარეგნული დათვალიერების საფუძველზე შეადგინოს ცნობა და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირის შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

სახალხო დამცველი: „აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“

„კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის“ - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილთან საუბრის შემდეგ რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მიმართა

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში“ - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.