სახალხო დამცველი: „პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს“
ლევან იოსელიანი ეხმაურება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტს, რომლის განხილვა პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაიწყო.
