„სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე“
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.