სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა 25 იანვარი, 2024 კონსილიუმის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია და მისი ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.