LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა

178
vivamedi1

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, კონსილიუმის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია და მისი ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.

ექიმების თქმით, მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, “რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში შესაძლოა უკან დასაბრუნებელი გახდეს“.

„ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგიურ თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლია. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება. იწონის 77 კილოს და 400 გრამს“, – განაცხადა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g