„ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - თქვა ანა აბაშიძემ.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას კობახიძემ მოქმედ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე ისაუბრა და თქვა, რომ არ გამორიცხავს, ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას, ომბუდსმენობის მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარმა პირველმა მოადგილემ ჩაანაცვლოს.