"როცა 4-დღეში იგეგმება ამნაირი სამსახურის გარდაქმნა და დამოუკიდებელი, 6 წლის ვადით დანიშნული ადამიანის გათავისუფლება, სრულიად დაუშვებელია" - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ კომიტეტების სხდომაზე.
"ლონდა თოლორაიას ერთადერთი კავშირი, თუ კი შეიძლება კავშირად ჩაუთვალოთ გახარიასთან არის ის, რომ იმ პერიოდში მუშაობდა შს სამინისტროში, ისევე როგორც ყველა დანარჩენი 39 000 თანამშრომელი"
"ახალი წლის წინა პერიოდში, მაშინ, როდესაც დასავლეთის ბევრი დიპლომატი საშობაო არდადეგებზეა, ადამიანების ყურადღება სხვა ამბებისკენ არის გადართული და თვითონ სახელმწიფო ინსპექტორიც დეკრეტულ შვებულებაში იყო, ასე მალულად და ქურდულად მიიღეს გადაწყვეტილება"