სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.
„ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება,“ - განაცხადა ელჩმა.
"მაქსიმუმ, ერთ თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც ძალიან ძლიერი მტკიცებულება იქნებოდა" - აცხადებს ნიკა მელია.