LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოლორაია უმრავლესობას: მე სამშობიაროდან კანონს ვწერდი, თქვენ გამბედაობა არ გეყოთ გეთქვათ, რომ გვაუქმებდით

365
ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელსაც დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნება მოუწია, მისი უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტის წევრების სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.

„15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება ისეთი პრეცედენტი, რომ გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს ეხებოდა. მე მაინტერესებს ამხელა რეფორმაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს… ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ პატივისცემას არის მოწყვეტილი…“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაია: იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად

როგორც მანვე აღნიშნა, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, პარლამენტს აცნობა, რომ შეიმუშავა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო წინადადება, რაზეც საკანონმდებლო უწყებიდან აცნობეს, რომ „დატვირთულები იყვნენ“.

„თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზე, არამედ მთელ უწყებას აუქმებს. ეს დამოკიდებულება პირადად მე ან სახელმწიფო ინპექტორმა რითი დავიმსახურეთ, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ?! მე თურმე აგერ წინადადებაზე ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ წერთ გაუქმებაზე – მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა მინიმუმ…

მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. ამისთვის ცალკე ძალიან „დიდი მადლობა“. „უღრმესი მადლობა“, რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – თქვა ლონდა თოლორაიამ.

ამავე თემაზე:

ვოლსკი: თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შევეგებოთ და ვეტო დავძლიოთ

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე“ – კელი დეგნანი მმართველ გუნდს შეხვდა

„პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი“ – რატომ არ მივიდა უმრავლესობა სხდომაზე, სადაც ინსპექტორის სამსახურის ალტერნატიული პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო

 

პოპულარულები