LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაია: იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად

90
ლონდა თოლორაია

პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა გრძელდება. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან. დღევანდელ განხილვას დაესწრება სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია.

სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე მექნება ჩემი პოზიცია, ჩემი კრიტიკული პოზიცია. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტებს დავსწრებოდი, კომიტეტების დროის შესახებაც ინფორმაცია, სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი და, ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, როდის იქნებოდა კომიტეტის სხდომა, იურიდიული კომიტეტის შესახებ ინფორმაცია ჯერაც არ მაქვს, როდის იწყება.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად. ეს არის თითქოს რეფორმის სახელით გატარებული ცვლილებები. ეს არ არის რეფორმა და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც გატარდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება და ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა ამ ფორმით მოხდა სამსახურის დაშლა ორ სხვადასხვა სამსახურად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ამავე თემაზე:

ვოლსკი: თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შევეგებოთ და ვეტო დავძლიოთ

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე“ – კელი დეგნანი მმართველ გუნდს შეხვდა

„პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი“ – რატომ არ მივიდა უმრავლესობა სხდომაზე, სადაც ინსპექტორის სამსახურის ალტერნატიული პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო

magti 5g