„მას მერე, რაც ბოლო თვეებში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ გააკეთა, მათ შორის მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირებით, მათგან აღარაფერი გვიკვირს“,- განაცხადა დაუშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტრაგედიაა, როცა ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში ხელისუფლება ოპოზიციაზე საუბრობს და არა პრობლემების მოგვარების გზებზე.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს