LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლო

20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

გომური „პოლიციის შესახებ“ კანონის და შს მინისტრის ბრძანების იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს.

„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა“

ვოლსკი: „პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. აი, ამ სამს რა აქვს განსხვავებული, ძალიან მაინტერესებს“

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თეიმურაზ ტუღუშმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინა იმერლიშვილმა დროულად უნდა წარადგინონ არგუმენტაცია, თუ რატომ არ გაიზიარეს პლენუმის გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა 

„პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას იწვევს, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“