"ბავშვების სახეების დაფარვას ვაპირებდი, მაგრამ მგონი ისედაც არ განირჩევა დიდად, აი, ქვევით კუთხეში რომ მხოლოდ თავი ჩანს, ეგ არის მასწავლებელი", - წერს სალომე ბარკერი.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს სხვა რეკომენდაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს“, სალომე ბარკერი წერს, რომ „რადიუსის ამკრძალავი კანონი კომიკური ჰგონია“.