„წინასაარჩევნო გარემოს დრამატიზება ხდება სავარაუდოდ იმისთვის, რომ ვინაიდან, მათ იციან, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, არჩევნების შემდეგ გადაგვიყვანონ რაღაც ახალ პოლიტიკურ რყევებში, რასაც ვერ მიაღწევენ.“
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე „ფორტუნას“ გადაცემაში, „დღის თემა“ სუს-ის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საუბრობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების წარმოება და ავთენტურობის დადგენა. ეს არის დანაშაული, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ქვეყანაში ადამიანებს უსმენენ" - აცხადებს ნინო დოლიძე.