LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალელური დათვლით, “ქართულ ოცნებას” აქვს 47.8 %, “ნაციონალურ მოძრაობას” 32,2%, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” 8,2 % – ISFED დარღვევებზე საუბრობს

55
74ddd11e970bc69b15ecd017dd6d80c5e7125ced

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ არჩევნების დღე შეაფასა.

პარალელური დათვლის შედეგები თითქმის იდენტურია ცესკოს მონაცემების. პარალელური დათვლით, “ქართულ ოცნებას” აქვს 47.8 %, “ნაციონალურ მოძრაობას” 32,2%. გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” 8,2 %”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა შემთხვევები სხვადასხვა უბნებზე, ერთიანი მასშტაბით რომ შევაფასოთ, პროცედურები უბნის შიგნით მეტ-ნაკლებად კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა და ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ და პრობლემური მოგვეჩვენა უბნის გარე პერიმეტრები. პრობლემა იყო საკმაოდ დიდ პროცენტზე, ეს მობილიზება, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და აღრიცხვა ამომრჩევლის, რომელიც ზეწოლად აღიქმება.

მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც უბნის გარე პერიმეტრებზე იყო დარღვევები. 60%-ზე უბნების მობილიზებული იყო, ანუ გარეთ იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი. ამ ეტაპისთვის, სამართლიან არჩევნებს სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილი აქვს 260-მდე საჩივარი და 60 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში,“ – აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები