შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით უწყებას სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. სამინისტროს ინფორმაციით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“- ის საწარმოში მოხდა
„ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. “