"ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
"აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა", - წერია სამძიმრის ტექსტში.
"მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ "სუხიშვილებთან" და "რუსთავთან" ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას," - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.