LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე

83
d8c6e20be068ac080a1f67157a9d6247_XL

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები