აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
ბრიტანეთის დახმარების პაკეტი მოიცავს 850 მიკროდრონსაც, ისინი სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლადაა, იმისათვის, რომ მოახლოებული მტრის ძალები გამოავლინონ.