ბოჟაძემ ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე შესული წინადადების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანია, საქართველოს იმიჯი კიდევ ერთხელ შელახოს.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, "დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“.
მისი თქმით, როდესაც საჭიროა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოხდეს ამ განცხადებაზე.