გია ვოლსკი ლიეტუვის და ესტონეთის მიმართ საქართველოს მთავრობის პასუხზე: „სწორი ნაბიჯია, ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის“
მისი თქმით, როდესაც საჭიროა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოხდეს ამ განცხადებაზე.
