ხატია დეკანოიძემ აზრით, ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებით, ზეწოლით, მაგრამ მაინც, ამ პოლიტიკურ პარტიებს ხმა არჩევნებზე მიანიჭა.
„შალვა ნათელაშვილი იქნება ეს, ბადრი ჯაფარიძე იქნება თუ ელენე ხოშტარია, მისი პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, თუ კომიტეტის შემდეგ ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაც დაეთანხმება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური დევნის ტალღის დასაწყისი.