LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება – მაინტერესებს, ვინ მისცემს ხმას ამ აბსურდს: ბადრი ჯაფარიძე

106
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომლის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, აცხადებს, რომ სასესიო დარბაზში კენჭისყრის პროცესს დაესწრება, რათა ნახოს ის კოლეგები, რომლებიც ხმას დაუჭერენ გადაწყვეტილებას.

ჯაფარიძის შეფასებით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

„მგონია, ისტორია მეორდება – 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას…

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ. შესაბამისად, მე დაველოდები კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ მოგახსენებთ გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს განზრახული არ ჰქონდა და ეს იგრძნობოდა კიდეც გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს.

„შესაბამისად, ეს არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის. დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ხვიჩია: არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ერთ-ერთი ასეთი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები