ოფიციალური ტაქსით გადაადგილება აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში იქნება შესაძლებელი, საქართველოში სხვა მიმართულებით კი კილომეტრაჟის მიხედვით.
პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს.