გასული წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის ფასადზე, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.