რა მოლოდინები არსებობს საქართველოში, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა თამარ ხიდაშელმა ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დღეს მას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს გადასცემს.