LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება: წულუკიანი ოპოზიციაზე

103
თეა წულუკიანი

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის ინკლუზიურობისთვის, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით ოპოზიციის არ მონაწილეობის შემთხვევაშიც ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს.

“ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება” – აცხადებს წულუკიანი

“ამ პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება. ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან ეს არის მათი მთავარი გეგმა, მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან 2012 წელს ამომრჩეველმა, ჩვენ ყველას ვიწვევთ სამუშაო პროცესში იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, თუ ეს ვერ მოხერხდება რა თქმა უნდა ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოპულალურები