LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა

მეთიუ მილერი: „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები, შევაჩერეთ დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები“

„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.“

საბერიოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ხუთი ბავშვის ოჯახს სახელმწიფო 10 000 ლარს გადასცემს 

ტრაგედია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში, კერძო სახლში ხანძარი 5 იანვარს მოხდა და 5 არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ეს განცხადება გახლავთ შინაარსობრივი იდიოტიზმი… ცალმხრივი შეიძლება არსებობდეს სიყვარული, სიძულვილი… ცალმხრივი მეგობრობა ბუნებაში არ არსებობს“ – გია ხუხაშვილი მთავრობაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.

„ხელისუფლებას აქვს უფლება, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“ – მთავრობა

განცხადების თანახმადვე, ესტონეთისა და ლიეტუვას მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ და „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ“.