LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზაში  დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები- მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო ეს პროექტები“ – ლაშა აბაშიძე

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული.

თბილისში, საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, სარკინიგზო უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა

შეხვედრა რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSJD) და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ეგიდით გაიმართა.