ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
"იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა, 47 მლრდ ლარი შეადგინა".
ამასთან, 2022 წლის III კვარტალში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა.