„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ცნობით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
„საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია, ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები კი ფასადად იქნა გამოყენებული“ - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.