„ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
„სავიზო შეზღუდვები როდესაც გვარების დასახელების გარეშე წესდება, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეუერთდნენ ამ საკითხებს“ - აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის - ცირკია, მეტი არაფერი“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკის მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.
„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.