„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის - ცირკია, მეტი არაფერი“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკის მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.
„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
„გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა. არ არის ეს ჩემი გეგმის ნაწილი, რომ ამერიკაში მივდიოდე, თუმცა იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული ამხელა გზა უნდა გავიარო, ვიფრინო საათობით“ - ასე ეხმაურება სახდეპის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.