LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასერიოზულია, ღიმილის მომგვრელია სანქციებზე საუბარი, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია.. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს“ – კალაძე

166
კახა კალაძე

„არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია”, – ასე ეხმაურება სახდეპის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, თბილისის მერი, კახა კალაძე.

მისი თქმით, მას სანქცირებასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

„კიდევ ერთხელ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიული, რაც ხდება და ღიმილის მომგვრელია. ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მეგობრებისთვის. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციის [ძირის გამოთხრა?] სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. არ ვიცი, შეიძლება 100 იყოს ან 200 დასანქცირებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.

ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი.

ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“ – ნინო წილოსანი