საზოგადოება „გვესაჭიროება ბუღალტერი, მაღალი, გამხდარი გოგონა – გთხოვთ, CV „სელფთან“ ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე“ – დისკრიმინაციული მოპყრობისთვის საწარმო დააჯარიმეს სალომე სარიშვილი 23 დეკემბერი, 2021 შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას.