თბილისში 20 პრობლემური მარშრუტია, სადაც გზებზე შეზღუდული გამტარობის გამო, ტრანსპორტის დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება, - ამბობს თბილისის მერი.
სამგზავრო პლასტიკური ბარათის განბლოკვა გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ შესაბამის გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი, ან შეიძლება კონკრეტულ მარშრუტებს გაგრძელება სჭირდება.“ - კალაძე