„ჩვენ ამის შესახებ არაერთი დისკუსია გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად ვიმუშავებთ,“- განაცხადა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე.
მან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.