როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.
„სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.