ოფიციალური ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კოსოვოს კუთვნილების შესახებ სიტუაციის გადაჭრას.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსულ ტელეარხ Россия-24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის მრჩევლის განცხადებით, კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ქვეყანაში ეროვნული არმიის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ბელგრადმა შესაძლოა, კოსოვოში ჯარები გაგზავნოს.