ჯაფარიძის თქმით, ქართული ხელისუფლების მოქმედება აცდენილია მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკას და ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიმსახუროს შექება.
ლავროვმა ასევე ახსენა ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტი და თქვა, რომ მიესალმება ამას – „ეს ძალიან, ძალიან სასარგებლოა.“
2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.