ლავროვის თქმით, კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიტანის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები პუტინის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე მიუთითებს.
სერგეი ლავროვი ომის ხანგრძლივობის შესახებაც საუბრობს. მისი მტკიცებით, ბურთი „რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და „მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა“.
შორტებში ჩაცმული ლავროვის ვიდეო Telegram არხზე თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Associated Press-ის გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა.