LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ უნდა შეასრულოს ჩვენი წინადადებები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს: სერგეი ლავროვი

161
1579266463-ლავროვი1

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „უკრაინამ უნდა შეასრულოს მათი წინადადებები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს“.

სერგეი ლავროვი ომის ხანგრძლივობის შესახებაც საუბრობს. მისი მტკიცებით, ბურთი „რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და „მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა“.

„ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, კარგად არის ცნობილი მტრისთვის. საქმე მარტივია: შეასრულეთ ისინი თქვენივე სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს“, – აცხადებს ლავროვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები