მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას“ - ამბობს პაპუაშვილი.